ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება 427 ადამიანს ჩაუტარდა.

ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორამციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 135 ადამიანი იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაში, მათგან 113-ს დადასტურებული აქვს COVID-19. 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 13 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო