ალექსანდრე მოწერელია - მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა

“ქართული ოცნების" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან მმართველი გუნდისა და მის მიმართ უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს. ამის შესახებ მოწერელიამ მარტვილში, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, მომავალშიც ერთმანეთის გვერდით დგომით მრავალ სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ.

"ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან ემოციური შეხვედრა მქონდა. ამ ქუჩაზე ჩემი ყოფილი პედაგოგები შაქრო ხუნწელია და შურა გარბანელიძე ცხოვრობენ. ასევე ჩემს კლასელებს შევხვდი. დღევანდელმა შეხვედრამ მარტვილში ცხოვრების საუკეთესო წლები გამახსენა. მოსახლეობაში ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა იგრძნობა. ამ ადამიანებთან საქმიანი და უშუალო შეხვედრები არაერთხელ მქონია და მომავალშიც ერთმანეთის გვერდით დგომით, მრავალ სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ"- განაცხადა მოწერელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა