ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი ხორციელდება.

„პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უბანში მცხოვრებელი ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

„ქალაქ ბოლნისი გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და ვცდილობთ ჩვენს ქალაქს კატარინენფელდის დროინდელი იერსახე დავუბრუნოთ. ამიტომ ქალაქის მასშტაბით ქუჩებზე ქვაფენილების დაგება აქტიურად მიმდინარეობს. მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის ორი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, პროექტი დროულად შესრულდა, ამიტომ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ნებართვით, წინა სამუშაოების ეკონომიის ხარჯზე, უბნების მოწყობის მესამე ეტაპი დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზდება და აქ ცხოვრება კომფორტული ხდება. ამ ორი უბნის მოწყობა შემდეგ წელს სრულად დასრულდება“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა