ლევან ლორთქიფანიძე - რა დავაშავეთ, რომ თბილისში ორი მაჟორიტარი ფეხბურთელი უნდა იყოს, მერი ფეხბურთელი უნდა იყოს? - ახლა ერთი მეკარე ჩაგვიყენონ დიღომში

ერთი-ერთზე რომ დააყენო გია ვოლსკი და ანა დოლიძე, დოლიძე ვოლსკის ცოცხლად შეჭამს და მისგან არაფერს დატოვებს! - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ამის მიუხედავად, მისი თქმით, ანა დოლიძეს დიდუბე-ჩუღურეთში არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება.

„მე ანა დოლიძეს, ხმალამოღებულ მებრძოლს ღიად დავუჭერ მხარს. დიდუბესა და ჩუღურეთში პრივილეგირებული ამომრჩეველი ცხოვრობს, რადგან მას უფლება აქვს, არც "ნაციონალსა" და არც "ოცნებას" მისცეს ხმა. ანას ძალიან გაუჭირდება. ერთი-ერთზე რომ დააყენო გია ვოლსკი და ანა დოლიძე, დოლიძე ცოცხლად შეჭამს და მისგან არაფერს დატოვებს! მიუხედავად იმისა, რომ მე გია ვოლსკი ძალიან მიყვარს, მას ხმას არ მივცემდი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

პოლიტოლოგს შენიშვნები „ოცნების“ სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებითაც აქვს, რომელთა შორისაც გლდანის ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი ლევან კობიაშვილიცაა.

"ევროპის ყველაზე დემოკრატიულ პარტიებში მოქმედებს ასეთი - მანდატისა და თანამდებობის ერთმანეთისგან გამიჯვნის პრინციპი და ამ პრინციპის მიზანი რა არის? საქმეში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. შეხედეთ ბატონ კობიაშვილს, თან ფეხბურთის პრეზიდენტია და მილიონებს ატრიალებს, თან გლდანის ოლქის მაჟორიტარია, თან პარტიული თანამდებობა უკავია და რა უბედურებაა, მასზე მეტი მულტიფუნქციური დეპუტატი და მოღვაწე საქართველოში არ არსებობს? ქართულ ფეხბურთში არ არსებობს? დაიკავოს ერთი თანამდებობა და ერთ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს. ორი საქმე ერთად ვერ კეთდება - კობიაშვილი ამის ნიმუშია. მე, როგორც თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს, ამ ქალაქის მცხოვრებს, აქაურ ამომრჩეველს ასეთი კითხვა მიჩნდება - რა დავაშავეთ, რომ ჩვენი ქალაქიდან ორი მაჟორიტარი ფეხბურთელი უნდა იყოს, მერი ფეხბურთელი უნდა იყოს, ახლა ერთი მეკარე ჩაგვიყენონ დიღომში აღმაშენებლის ხეივანში.ეს ქალაქი საფეხბურთო კლუბად უნდა გადააქციონ? ნუთუ მმართველმა გუნდმა გუნდმა კობიაშვილზე უკეთესი კადრი ამ ქალაქისთვის ვერ მოძებნა?!", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო