რუხის კლინიკაში მოთავსებული 130 კოვიდინფიცირებულიდან 16-ის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 60 შემთხვევა დაფიქსირდა, 62 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
"გუშინ, რეგიონის მასშტაბით აიღეს 438 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან 60-ზე მიღებულია დადებითი პასუხი. 60-დან 26 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ხოლო 12 -ფოთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. რაც შეეხება სენაკისა და მესტიის მინიციპალიტეტებს, აქ დაინფიცირებულია 6-6 მოქლაქე. გარდა ამისა, ხობში დაფიქსირდა -5, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში -4 და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში -1 შემთხვევა. რუხის კლინიკაში მოთავსებულია 130 კოვიდინფიცირებული, მათგან 16 პირის მდგომარეობა მძიმეა. ასევე 40 ინფიცირებულია მოთავსებული ფოთის კლინიკაში. გარდა ამისა, საკარანტინე სივრცეებში რჩება 151 მოქალაქე. 62 მოქალაქე გამოჯანმრთელებულია და კლინიკებიდან გაეწერა.
გარდაცვალების 2 ფაქტი გვაქვს, მათგან ერთი არის 64 წლის ქალი, ზუგდიდში მცხოვრები, რომელიც მკურნალობის კურსს გადიოდა ქუთაისის კლინიკაში. მეორე გარდაცვლილი არის 65 წლის მამაკაცი, ასევე ზუგდიდში მცხოვრები და მკურნალობის კურსს თბილისის კლინიკაში გადიოდა", - განაცხადა მალხაზ თორიამ.

























