ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა, -ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულები იზოლატორის თანამშრომელი და დაკავებული პირები არიან. ინფიცირებულები ჯავის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.