არსებული ინფორმაციით, გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ორი ადამიანი კი დაჭრილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი.

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, კაცმა მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც მეზობლებს და ცოლის ძმას ესროლა. არსებული ინფორმაციით, ორი დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსსა“ შსს-ში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იძიებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა