ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს

ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ,- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, რადგან კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

„ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტიის სამი კანდიდატიდან- ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა