სოფელ კოკის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კოორდინატორი არ ადასტურებს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა

სოფელ კოკის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კოორდინატორი არ ადასტურებს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა

სამეგრელოს სოფელ კოკის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კოორდინატორი, გია თორია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მას COVID 19 დაუდგინდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს ინფორმაცია ტყუილია.

"არ დამიდასტურდა, არ მაქვს კორონავირუსი. ამ დროისთვის სახლში ვარ", - განაცხადა გია თორიამ.