ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კორონავირუსისგან განიკურნა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსისგან განიკურნა. მას ვირუსი 17 ოქტომბერს დაუდასტურდა. „რესის“ ინფორმაციით, მას "კოვიდ-19"-ის მსუბუქი ფორმა ჰქონდა, რის გამოც დისტანციურად მუშაობდა.
მანამდე კორონავირუსით დაინფიცირდა ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი, რომელიც ინფექციის იოლი ფორმის გამო დისტანციურად განაგრძობს მუშაობას, ოთხშაბათს კი კორონავირუსით საავადმყოფოში მოათავსეს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, რომელიც ამჟამად მკურნალობას ჩრდილოეთ ოსეთში გადის.

























