გოგი მეშველიანი - ჩვენი ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი წარიმართა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში

ჩვენი ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი წარიმართა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში, - ამის შესახებ ბოლნისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გოგი მეშველიანი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"ძალიან საინტერესო და პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვქონდა. ჩვენ მაჟორიტარულ ოლქში შევხვდით ყველა სოფლის, დაბისა და ქალაქის მოსახლეობას, ვესაუბრეთ უამრავ ადამიანს და მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების განწყობა ძალიან პოზიტიურია. სწორედ თქვენი დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ!

ჩვენი ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი წარიმართა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. დესტრუქციული ძალების პროვოკაციებმა, ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები უფრო გაგვაძლიერა და მეტი შემართება მოგვცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, თითოეულ მხარდამჭერს და აქტივისტს ერთგულებისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მე თქვენით ვარ ძლიერი და მჯერა ხვალ ერთად, კიდევ ერთხელ, მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას!

ერთად საქართველოს წარმატებისთვის", - წერს გოგი მეშველიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა