ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 232 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4160-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 114 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 31 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2257 გახდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა ორი ადამიანით გაიზარდა და მათი რაოდენობა 40-ს შეადგენს.

























