მარნეულისა და გარდაბანის მე-13  მაჟორიტარულ ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია

მარნეულისა და გარდაბანის მე-13 მაჟორიტარულ ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძე აცხადებს, პანდემიის გამო, ყველა უბანში უსაფრთხოების წესები დაცულია.

მარნეულსა და გარდაბანში სულ 123 საარჩევნო ოლქი და 100 000 ამომრჩეველია. კორონავირუსის გამო, მარნეულსა და გარდაბანში თითო სპეცუბანი დაემატა, სადაც თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხმის მიცემა შეეძლებათ.

"მარნეულის საოლქო კომისიის შემადგენლობაში 91 უბანია. 91-ე უბნის გახსნა კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე დაგვჭირდა. ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლური ნორმები დაცულია. ყველა უბანი უზრუნველყოფილია დეზობარიერით, სპეციალური ხსნარებით, ეკიპირებით, ასევე პირბადეები გათვალისწინებულია თავად ამომრჩევლებისთვის, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური კალმები ექნება. რა თქმა უნდა, 07:00 საათზე ყველა უბანი გაიხსნა. სულ დაახლოებით, 100 000 ამომრჩეველი გვყავს.

რაც შეეხება კოვიდუბანს, იქ კიდევ უფრო გამკაცრებულია ეკიპირების თემაც და პანდემიის პირობების დაცვაც. იმ კომისიის წევრებს, რომელთაც ამომრჩევლებთან გადასატანი ყუთები მიაქვთ, მათთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ, იქ დისტანციაა დაცული. 3 გადასატანი ყუთია 91-ე სპეციალურ უბანზე. იზოლაციაში 33 ამომრჩეველი გვყავს", - განაცხადა ილურიძემ.

მარნეულში სულ მაჟორიტარობის 14 კანდიდატია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს