ირაკლი ჩიქოვანი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. მოქლაქეები უბნებზე COVID 19-ის პრევენციისთვის დადგენილი წესების გათვალისწინებით მიდიან და აკეთებენ არჩევანს.

პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

„დღეს არის საქართველოში, ზუგდიდში არჩვევნები. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მე ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და ხმა მივეცი იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული, წარმატებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ის განვითარების გზა, რომელზეც დგას. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, ჯგუფი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვასა და შეძლებს იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს და ზუგდიდში მართლაც განახლების ეტაპი გვაქვს. ეს განახლება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში 108 უბანზე 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ფოთის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში 110 უბანზე 108 498, ხოლო წალენჯიხის 25-ე მაჟორიტარულ ოლქში 122 უბანზე 103 578 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა