გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატები არიან: ლევან თარხნიშვილი - №2 - „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

ბადრი ბასიშვილი - №5 - საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაში“;

კობა მაზანაშვილი - №8 - ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

ირაკლი ოქრუაშვილი - №17 - ,,ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო“;

ემზარ საბანაძე - №19 - ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“;

იოსებ ვარდანიძე - №20 - ,,საქართველო“;

ნანა აღორძინება - №21 - ,,თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“;

მარიამ ხორგუაშვილი - №30 - ,,შეცვალე საქართველო“;

ზაზა მეზვრიშვილი - №31 - ,,თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“;

ბესიკ ბოგველი - №32 - ,,სახალხო პარტია“;

გიორგი ხოჯევანიშვილი - №41 - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

ალექსანდრე ვაშაყმაძე - №44 - ,,ქართული იდეა“;

პაპუნა კობერიძე - №56 - ,,ლელო“.

გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში სულ 126 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის, 88 - გორის, 38 კი, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება გადასატან ყუთს, გორის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1 586 ამომრჩეველი ისარგებლებს. საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის სურვილი 28 ოქტომბრამდე 1 586-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. რაც შეეხება კოვიდპაციენტებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, მათი რაოდენობაა 330, 290 ქალაქის, 40 კი, მუნიციპალიტეტის სპეც.უბნებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო