ირაკლი ჩიქოვანი - მეორე ტურს არ ველოდები, ჩვენ ამ საარჩევნო რეჟიმის დასრულებას დღესვე შევძლებთ

მეორე ტურს არ ველოდები, მე მაქვს ღრმა რწმენა, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ და ჩვენ ამ საარჩევნო რეჟიმის დასრულებას დღესვე შევძლებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზუგდიდში მოქალაქეები მშვიდ არჩევანს გააკეთებენ.

„სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ქვეყანაში კვლავაც არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია და არეულობა. ეს არის რეალობა. მიუხედავად ყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ ისინი ვერაფერს შეძლებენ, მათ შედეგი არ ექნებათ. ჩვენ ზუგდიდში გავაკეთებთ მშვიდ არჩევანს. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ რეჟიმში. შესაბამისად, ყველა დაინახავს, რომ ზუგდიდში „ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარ კანდიდატს აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა