ფოთის მერი - მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის აღმავლობას, წინსვლას და განვითარებას, რაც ამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი უალტერნატივო გუნდის გამარჯვებით მიიღწევა

ფოთის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. N 30 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მე ხმა მივეცი იმ გონივრულ და თანამიმდევრულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარების ტემპი სულ უფრო დაჩქარდეს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი გარემო და პირობები. შესაბამისად, მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის აღმავლობას, წინსვლას და განვითარებას, რაც ამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი უალტერნატივო გუნდის გამარჯვებით მიიღწევა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე საათში ჩვენ ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?