ლევან ვარშალომიძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-8 საარჩევნზე უბანზე დააფიქსირა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-8 საარჩევნზე უბანზე უკვე დააფიქსირა.
მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდეს.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ არჩევნებზე მივიდნენ და მართლაც ამ ისტორიულ დღეს საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, რათა ცვლილება გავაკეთოთ“, - აღნიშნა მან.
ლევან ვარშალომიძე ასევე ხულოში, სოფელ წაბლანაში მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.
„ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ეს პროცესი ხელისუფლების არასწორმა ქმედებამ განაპირობა, რომ ეს ადამიანები არჩევნებზე არ მიდიან. ამასთან, აჭარაში საარჩევნო უბანზე იყო წვრილმანი დარღვევები, არის უბნები, სადაც საარჩევნო უბნების თავმჯდომარეები გადაღების საშუალებას არ აძლევენ მედიას“, - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

























