იოსებ ხახალეიშვილი - ჩემი არჩევანია სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, განათლება, ქალაქი, რომელიც ახალგაზრდობის არჩევანი იქნება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ოჯახთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა მისცა სიმშვიდეს, სტაბილურობას და განვითარებას.

"ჩემი არჩევანია სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, ჩემი ქვეყნის ეროვნული იდეა - განათლება. ჩემი არჩევანია ჩემი ქალაქის მოყვარული ადამიანები, საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატია, ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის ხელშეწყობა ინფრასტუქტურული განახლება, ქუთაისური იდეალებისა და ურთიერთობების აღდგენა! ქალაქი, რომელიც ახალგაზრდობის არჩევანი იქნება, სადაც მომავალი თაობა მიიღებს ყველაფერს, რაც დასჭირდება ბედნიერი ცხოვრებისათვის.

და აქვე თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ქუთაისელს მოვუწოდებ, მიდით საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, თქვენი ხმა გადამწყვეტია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო