რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს რეფორმაციის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს რეფორმაციის დღეს ულოცავს.

„პროტესტანტული სამყარო 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა