აჭარაში 10 საათის მონაცემებით, 21 ათასზე მეტმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აჭარაში 10 საათის მონაცემებით, 21 ათასზე მეტმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ბათუმში ჯერჯერობით ამომრჩეველთა 7,02 პროცენტი გამოცხადდა.

„მუნიციპალიტეტების მიხედვით 10 საათის მონაცემები ასე გადანაწილდა: ქედაში 1116 ამომრჩეველი - 7,1%, ხელვაჩაური - 3379 ამომრჩეველი – 7,2 % , შუახევი - 1328 ამომრჩეველი - 8,7% , ხულო -1676 ამომრჩეველი – 6,9% , ბათუმი - 10 340 ამომრჩეველი –7.02%, ქობულეთი - 3400 ამომრჩეველი - 6,7%“, - ნათქვამია უსკოს განცხადებაში.

აჭარაში 300 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს