ირაკლი ხახუბია - ხმა მივეცი ჩვენს ქართულ ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს

„ქართული ოცნები“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი ფოთში მე-9 საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც ოჯახთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, მან ხმა ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს მისცა.

„ხმა მივეცი ჩვენს ქართულ ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, სიმშვიდეს, განვითარებას, ერთიანობას. გარწმუნებთ, დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს და ღირსეულ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ. ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და შემართება, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებში ვხედავ. დარწმუნებული ვარ, აქტივობა კიდევ გაიზრდება და დღის ბოლოს დამაჯერებელ გამარჯვებას ყველა ერთად ვიზეიმებთ,“- განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა