ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ერთმანეთს „ნაცმოძრაობისა" და „ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ, დაკავებულია 2 პირი

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

მოქალაქეების ინფორმაციით, 21-ე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მიკროავტობუსებში ისხდნენ და უბანზე მისული მოქალაქეების სიებს ადგენდნენ.

ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა ტელეფონით დააფიქსირა, რაზეც სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა