გორის მერის წარმომადგენელი უარყოფს, რომ საარჩევნო უბნის სიახლოვეს მხარდამჭერებს სუფრა გაუშალა

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ალექსი მთვარაძე სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სოფელ შინდისში, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, მან მხარდაჭერებს ქუჩაში სუფრა გაუშალა.

„აბსოლუტურად სიცრუა. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუვრცელებიათ ინფორმაცია, თითქოს, მე გავშალე ქუჩაში სუფრა. არაფერი ვიცი და თუ ვინმემ რამე სუფრა გაშალა ან მაგიდა გამოიტანა სახლიდან გარეთ, მე ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. სოფელში გარეგანათების სისტემა კეთდება და დილიდან ამ ჯგუფთან ერთად ვარ“, - განაცხადა ალექსი მთვარაძემ.

სოფელი შინდისი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქარელი-ხაშურის საარჩევნო ოლქში შედის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა