ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, პანდემიის ფონზე არჩევნებზე კარგი აქტივობაა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, პანდემიის ფონზე არჩევნებზე კარგი აქტივობაა.

მისი განცხადებით, 15:00 საათისთვის აქტივობა არის 30,4% , რაც რაოდენობრივად შეადგენს 36 137 ამომრჩეველს. მესხის თქმით, ამ ეტაპისთვის ფიქსირდება 9 საჩივარი, რომელზეც რეაგირება უკვე ხდება უბნებზე. მესხის განმარტებით, აღნიშნული საჩივრები ძირითადად ტექნიკური ხასიათის გადაცდომებს შეიცავს,რაც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.

"საჩივრების ავტორთაგან ზოგი არის არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი, ზოგი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი. მათი მხრიან ფიქსირდება, რომ გადასატანი ყუთის გაყოლასთან დაკავშირებით ფუნქციის შესრულებაზე უარია ნათქვამი. ასევე 89-ე უბანთან მიმართებით რამდენიმე ორგანიზაციის მიერ საჩივარია შემოტანილი, რომ 39-მა ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენით. ამ ეტაპზე სიმშვიდეა. ყველა უბანი მოქმედებს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვითადა კანონის შესაბამისად", - განაცხადა მესხმა.

ამასთან, მან უპასუხა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ბესიკ დონაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 46-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ძირს იყო დაყრილი,რაც კანონდარღვევაა. მირანდა მესხი განმარტავს, რომ აღნიშნული უბანი უკვე მოკვლეულია და დადგენილია, რომ ეს ბიულეტენები უყურადღებოდ მიტოვებული არ იყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო