რუსთავში, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანი 39 719-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

რუსთავში, 15:00 საათის, მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების მიზნით 39 719 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 36,97%-ია.

როგორც რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამ დროისთვის 5 საჩივარია შესული.

#81 და #14 საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტები მოხდა, კერძოდ #81 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება იმის გამო დაიწყო, რომ ამომრჩევლებს ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ფოტოს უღებდნენ.

რუსთავში ამ დროისთვის უბნებზე ამომრჩევლების რიგებია.

რუსთავში 84 საარჩევნო უბანია, დამატებით 6 სპეცუბანი, რომელთა შორის 3 პენიტენციურ დაწესებულებაშია, ხოლო 3 კოვიდსასტუმროში.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 107 425-ია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს