თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციის წევრები მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციის წევრები მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობენ.

თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო უბნებზე ინციდენტების მოწყობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.

„არის შესაბამისი ინფორმაცია შემოსული, რომ ხდება ბათუმში განსაკუთრებით კონცენტრირებულად ზონდერ ჯგუფების მობილიზება, ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება თქვენთვის გავრცელებული.

ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გაგრძელდეს მთლიანად საარჩევნო პროცესი და ასევე, კიდევ ერთხელ ვეუბნებით მათ, რომ იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე და დესტაბილიზაციის მცდელობაზე.

ასევე დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ მოქმედი დეპუტატი, ასმათ დიასამიძე, რომელიც სიის მერვე ნომერია, ქუჩაში ცდილობს ამომრჩეველის მოსყიდვას. ეს უნდა იყოს შეფასებული და მოვუწოდებთ, თავი დაანებონ უკანონო ქმედებებს.

განსაკუთრებით მინდა ჩვენს მხარდამჭერებს და აგიტატორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ, აგიტატორებს მინდა ვთხოვო, რომ გაბედულად გააგრძელონ იმის კეთება, რასაც დღის განმავლობაში აკეთებდნენ, რადგან ეს შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ წესებს და ასე მშვიდად, წყნარად დავასრულოთ ეს მნიშვნელოვანი, მართლაც ისტორიული დღე და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა