აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან" ასმათ დიასამიძე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ასმათ დიასამიძე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუჩაში ფული ნათესავს იმ მოტივით გადასცა, რომ ვალი დაუბრუნა.

ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული აბსურდი.

„ჩემს შვილს გამოვართვი 20 ლარი და ნათესავს ვალი დავუბრუნე. აბსურდია ასე აშკარად ქუჩაში ანაწილებდეს პოლიტიკოსი ფულს",- აღნიშნა დიასამიძემ.

ცნობისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასმათ დიასამიძე დაადანაშაულა. მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე ვიდეო-მასალა წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა