მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა იყო

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განცხადებით, დღეს, ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა იყო. ილურიძის თქმითვე, რამდენიმე უბანზე პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ამას საარჩევნო პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

„მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 20:00 საათზე დაიხურა 91-ვე უბანი და კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩევლის აქტივობა საშუალო იყო, იყო რამდენიმე უბანზე პროცედურული დარღვევები, თუმცა, აღმოიფხვრა, საჩივრები დაიწერა. ოლქის მხრიდან რეაგირება დაუყოვნებლივ ხდებოდა.

ყიზილაჯლოს უბანზე, სადაც ბევრი კამერა შემოდიოდა, ფიზიკურად ადგილი იყო პატარა, დერეფანი გაივსო, ინტერვიუების მიცემა ხდებოდა და ამომრჩევლის ნაკადი შეფერხდა, ძალიან ბევრი ამომრჩეველი სამწუხაროდ, უკან გაბრუნდა.

პროცედურული დარღვევები იყო, უბნებზე სულ ვმოძრაობდი და დაუყოვნებლივ თუ ვერ ხდებოდა დარღვევის აღმოფხვრა, ყველას შეეძლო მიემართა განცხადება/საჩივრით უბნისთვის. ოლქში 20-ზე მეტი საჩივარია შემოსული, უბნებიდან ჯერ ეს მონაცემი არ მაქვს",- განაცხადა ილურიძემ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025