თორნიკე რიჟვაძე - ქართველმა ხალხმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

თორნიკე რიჟვაძე - ქართველმა ხალხმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც მან განაცხადა, ქართველმა ხალხმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

"ჩვენ ქვეყანას ვულოცავთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და კიდევ ერთ ღირსეულ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენი გუნდი, ჩვენი პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო მეტად არის გახარებული ამ შედეგით. ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, იმ კონკრეტული შედეგებით, საქმით და ღირებულებებით, რომელსაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენი პარტიის თავმჯდომარის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვახორციელებთ. ვინ რომელ პარტიას მისცა ხმა, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და როგორც ხელისუფლებას და მმართველ ძალას მათზეც გვაქვს პასუხისმგებლობა",- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.