ზუგდიდის სოფელ ცაიშში ორ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მდებარე 73-ე და 103-ე უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლის დროს ელექტროენერგია გაითიშა.

73-ე უბანზე შუქის გათიშვის მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა,103-ე უბანზე კი "კოკისპირული წვიმა".

"მაქსიმუმ, სამი წუთით ჩაქრა შუქი. ჩაქრა, დაველოდეთ და გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა",- განაცხადა 73-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება 103-ე უბანს, "ქართული ოცნების" აგიტატორის იამზე მამფორიას განცხადებით, აღნიშნულ უბანზე ელექტროენერგია 2 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა ამას ხმების დათვლის პროცედურაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

"კოკისპირული წვიმა მოვიდა და ამიტომ გაითიშა. სოფელში ასე ხშირად ხდება.საარჩევნო პროცესი შიგნით ნორმალურად გაგრძელდა უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს", - განაცხადა იამზე მამფორიამ.

ამასთან, 103-ე უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ კომპანია "ენერგო-პრო-ჯორჯიასგან" შუქის გათიშვის შესახებ სმს-ს შეტყობინებაც მიიღეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს