აჭარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნებზე 186 182 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც საერთო რაოდენობის 59,12 პროცენტია

აჭარაში 373 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. როგორც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში აჭარაში 186 182 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო კომისიაში 40-მდე საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. ამ დროისათვის აჭარის ა/რ ტერიტორიაზე განლაგებულ 373- ვე უბანზე უკვე კენჭისყრის პროცედურები დასრულებულია და მომდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები.

აჭარის ა/რ- ში არჩევნებზე ამ დროისათვის გამოცხადდა 186 182 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59,12 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას ოლქების მიხედვით, ასე გამოიყურება:

ბათუმის ოლქი 81222 ამომრჩეველი.

ქობულეთი 43186.

ხელვაჩაური 25402.

შუახევი 10057.

ქედა 11304.

ხულო 15011 ამომრჩეველი.

ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში ტრადიციულად დაფიქსრდა ქედაში.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.

შესულია ორმოცამდე საჩივარი. შინაარსიდან გამომდინარე, მათი დიდი ნაწილი ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი, რაც შეეხება საჩივრების იმ ნაწილს, რომელთა აღმოფხვრა ადგილზე ვერ მოხერხდა, ორი დღის განმავლობაში განიხილავენ შესაბამისი საოლქო- საარჩევნო კომისიები.

რაც შეეხება ოცდაოთხივე სპეცუბანს, სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის, ყველა უბანზე დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა. ერთადერთი ამ მონაცემებში არ გვაქვს გამონაკლისის წესით შექმნილი ბათუმის მესამე პენიტენციალური დაწესებულების უბნის მონაცემები, რომელიც დაემატება საერთო მონაცემებს", - განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო