ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონებში 13 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის რეგიონების საარჩევნო ოლქების ნაწილში დათვლილი მონაცემები წარადგინა.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შედეგებზე აქვთ ოლქებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ყველა ამ ოლქში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იგებს.

“გვაქვს 13 მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის მონაცემები. დავით სონღულაშვილის ოლქი კახეთში, 4 უბანია დათვლილი და შედეგი არის 57.11%. ირაკლი ქადაგიშვილის ოლქი კახეთში 6 უბანია დათვლილი და შედეგი არის 58.97%. ზაურ დარგალი-მარნეული-გარდაბნის ოლქი, 10 უბანია დათვლილი, შედეგი - 56.45%. გოგი მეშველიანის ოლქი - 78 უბანია უკვე დათვლილი, 53.34%. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის ოლქს, შალვა კერესელიძე, 9 უბანია აქ დათვლილი და შედეგი არის 50.48%. გიგი ხოჯევანიშვილის ოლქი - გორი-კასპი , შედეგი არის 54.58%. ანტონ ობოლაშვილის ოლქი - სამცხე, აქ არის 58.64%. სამუელ მანუკიანი, ეს არის ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი, დათვლილია 38 უბანი და შედეგი არის 63.30%. რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთი, გოჩა ენუქიძე, 1 უბანია დათვლილი, შედეგი არის 86.21%. პაატა კვიჟინაძე, 24 უბანია დათვლილია 73.69%. გივი ჭიჭინაძის ოლქი, 20 უბანია დათვლილი 52.22%. ვასილ ჩიგოგიძე, გურია, 28 უბანია დათვლილი. 58.02%. ალეკო მოწერელია, სამეგრელო, 11 უბანია დათვლილი, შედეგი არის 57.53%”,- განაცხადა კობახიძემ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!