ბექა ბასილაია ცესკო-ში  შესვლას ითხოვს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესვლას ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვს. როგორც მან ცესკოს გარე პერიმეტრზე მობილიზებულ პოლიციას განუცხადა, მას სრული უფლება აქვს ცესკოში შევიდეს, რადგან შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნია. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, პოლიცია არღვევს კანონს, რადგან მას შენობაში არ უშვებენ.

"სისხლის სამართლის დანაშაულია უფლებამოსილების გადამეტება. ხმებს ხომ იპარავენ და ამას ემატება კიდევ ეს დანაშაული. რატომ არ მატარებთ? ცესკოში ოფიციალური წარმომადგენელი ვარ. რატომ არ მატარებთ არ ვიცი. კანონის მოთხოვნაა, რომ ცესკოში წარმომადგენელს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება უნდა ჰქონდეს. არჩევანის უფლებას ხომ ართმევენ ქართველ ხალხს, ახლა გაპროტესტების და ხმის დაცვის უფლებას გვართმევენ. ამის იქეთ სამართალი აღარ არის. ამის იქეთ არის ხმების დაცვის ის მეთოდები, რის შესაძლებლობასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს",- განაცხადა ბასილაიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია