ქუთაისში ზაზა ლომინაძე ლიდერობს, გრიგოლ ვაშაძე კი მეორე ადგილზეა

ქუთაისში ზაზა ლომინაძე ლიდერობს, გრიგოლ ვაშაძე კი მეორე ადგილზეა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ამ ეტაპზე ქუთაისში დათვლილი 21 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ ხმების 39,93% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 36,59%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ოთარ კახიძე 5.85.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში მეორე ტურია მოსალოდნელი.