თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქებში ირაკლი ქადაგიშვილს 46,44 %-იანი, გიორგი ბოტკოველს კი 40,69 %-იანი მხარდაჭერა აქვს

ცესკოს მიერ დათვლილი 39 უბნის მონაცემების მიხედვით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება.

ამ დროის მონაცემებით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, თუმცა მას 46,44 %-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

მეორე ადგილზე მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი, რომელმაც 40,69 % მიიღო.

ხმების 3,5 %-ით მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა