წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 33 უბნის მონაცემებით, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს. მას 51,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როლანდ ფიფია - 35,72 %-ით, მესამე ადგილზე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ლელა ქებურია, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 4,77 %-მა დაუჭირა.