ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე -  ყველა ოქმი ისევ თავიდან გასავლელია, ეს არის წუხელ მექანიკურად შეყრილი მონაცემები

ზუგდიდში #27 სამაჟორიტარო ოლქში სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემით 50 + 1 % ბარიერი ვერცერთმა პარტიამ ვერ გადალახა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საბოლოო შედეგი არ არის.

„ეს მონაცემები გასაკონტროლებელია, ყველა ოქმი არის ისევ თავიდან გასავლელი. ეს არის წუხელ მექანიკურად შეყრილი მონაცემები. ეს ციფრები გასავლელია თავიდან", - აცხადებს მირანდა მესხი.

მისივე ინფორმაციით, 109 უბნის მონაცემები ასე გადანაწილდა: პროპორციული სიით- "ბაქრაძე , უგულავა, ბოკერია -ევროპული საქართველო - 4,17%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 38,1 %, "პატრიოტთა ალიანსი" - 1,5%, "სტრატეგია აღმაშენებელი" - 1,84%, "გირჩი" -1,4%, "ქართული ოცნება" - 46, 6%, "ლელო" -1,76%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას - "ევროპული საქართველო" - 7,1%, " ნაციონალური მოძრაობა" - 36,87, "პატრიოთა ალიანსი" - 1,68%, "ქართული ოცნება" -48, 4%, " ლელო" -2,9%.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა