მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს

ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი პოლიტსაბჭო მიიღებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვება და მომავალი კიდევ ერთხელ მოპარა.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირად არ აინტერესებს თავისი ხალხის აზრი და ბედი. მას არ აინტერესებს არც დასავლეთის აზრი. მან იცის მხოლოდ ერთი ენა, რუსული და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს, რომ საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანები, რომელთა მოსყიდვა - დაშინება არ გაუჭირდება.

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ახლა, ჩვენი ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე არ გამოვა. არჩევნებამდე ისინი გვეუბნებოდნენ, თქვენ მოგცემთ ხმას, ეს ხმები თქვენ უნდა დაიცვათო. ივანიშვილს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საბოლოოდ დაასამაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და საქართველო გახადოს რუსეთის გუბერნია. ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს. ძალიან მეეჭვება, რომ მე-2 ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს და ისეთ პირობებში, რაც ახლა არის ქვეყანაში, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტსაბჭო მიიღებს. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

იხილეთ ვიდეო: ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს - მალხაზ ჯალაღონია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო