მარნეულის საოლქო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად, ზაურ დარგალს - 50.13%, აზერ სულეიმანოვს - 38.85%, აჰმედ იმამკულიევს - 4.45% უჭერს მხარს

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატების პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" ზაურ დარგალი - 50.13% (22 431 ხმა) , „ნაციონალური მოძრაობა" აზერ სულეიმანოვი - 38.85% (17 382 ხმა) ; "ევროპული საქართველო" აჰმედ იმამკულიევი - 4.45% ( 1 993 ხმა) ; "პატრიოტთა ალიანსი" მახირ იუსუბოვი - 1.16% (521ხმა). რაც შეეხება პროპორციულ პროცენტულ მაჩვენებელს : "ქართული ოცნება" - 50.12% (18 251 ხმა) ; "ნაციონალური მოძრაობა" - 36.15% (13 162 ხმა) ; "ევროპული საქართველო" - 3.88% (1 411 ხმა) ; "პატრიოტთა ალიანსი" - 0.99% (361 ხმა).

ბოლო მონაცემებით, მარნეულის საოლქო კომისიაში შესულია 40 საჩივარი. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განხადებით, საჩივართა რაოდენობა მოიმატებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს