სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ლეგიტიმაცია არ ექნება - ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს

ივანიშვილის მიერ გუშინ გაყალბებულ არჩევნებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს, იმიტომ, რომ გუშინ თამარ ჟვანიამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ამომრჩეველს მათი კონსტიტუციური უფლება წაართვეს.

„ახლა უბნებზე გაყალბების მცდელობები მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ გუშინ გაყალბებულ არჩევნებს არ ექნება, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არანაირი ლეგიტიმაცია. ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს, იმიტომ, რომ გუშინ თამარ ჟვანიამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ამომრჩეველს მათი კონსტიტუციური უფლება წაართვეს. ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მივმართეთ საერთაშოროსო თანამეგობრობას და ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია", - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა