გიორგი ვაშაძე - არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ

ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან.

„ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! - მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზემოქმედებას, ძალადობას ახდენენ მოქალაქეებზე. ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,“- განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციას თავს ესხმოდნენ, იმ შედეგის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება აღმოჩნდა.

„ჩვენ ყოველთვის ოპოზიციის ერთობას ვუჭერთ მხარს ბოლომდე, ამიტომ მოვედი აქ, რომ გავიაროთ ყველამ ერთად სამოქმედო გეგმა. ის, რომ ეს არ არის ადეკვატური პროცესი და ეს არ არის დემოკრატიული პროცესი, ფაქტია, ამიტომ წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებას, მინდა მოვუსმინო ჩემს ოპოზიციურ კოლეგებსაც. მე ჩემი ხედვები მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, გეგმა ყოველთვის გვაქვს და ამ გეგმას აუცილებლად შევთავაზებ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ოპოზიციებს ურტყამდნენ და მათ შორის ჩვენც თავს გვესხმოდნენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა იმ შედეგების, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ამიტომ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თვითონ ვერაფერს ვერ მოიმკის, როცა სხვას ესხმის თავს,“- განაცხადა ვაშაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ