„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ 45,8 %-იანი მხარდაჭერა მიიღო

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი ასეთია:

#41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 45.8%,

#5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 26.4%,

#2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო“ - 3.7%,

#8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%,

#56 „ლელო-მამუკა ხაზარაძე“ - 3.1%,

#25 „ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.0%,

#36 „გირჩი“ -2.8%,

#24 „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1.3%,

#10 „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია“ - 1.0%,

#3 „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ - 0.9%

„აღსანიშნავია, რომ #10 შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ხოლო #3 ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია. ამდენად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს გადალახეს თუ არა აღნიშნულმა პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 3.5% (0.1%-ანი ცდომილების ზღვარით). ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელს (3.2%)“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა