ალექსანდრე მოწერელია - ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში

"ქართული ოცნების" აბაშის,მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარიბის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ ამომრჩეველს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო აბაშელებო, მარტვილელებო, ჩხოროწყუელებო და წალენჯიხელებო, მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

გილოცავთ ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში. თქვენი მხარდაჭერა მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი ვაკეთო თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისთვის.

მადლობას ვუხდი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ნდობისა და შესაძლებლობებისთვის, რომელიც მათ მომცეს!

ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია და ერთად უნდა განვაგრძოთ გზა ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ.

ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

აღნიშნულ განცხადებას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა