ირაკლი  ოქრუაშვილი - ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მანდატებზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს ხელახალ არჩევნებს

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უარი უნდა თქვან თავიანთ მანდატზე, რაც ხელახალ არჩევნებს განაპირობებს.

"ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, შედეგებს ჩვენ არ ვცნობთ. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, რამდენიმე პარტიას მისაღები აქვს გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მაგრამ ყველა პარტიამ გადაწყვეტილება თავისით უნდა მიიღოს. საუბარია მანდატებზე უარის თქმაზე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხელახალ არჩევნებს",-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა