თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით იქნება წარდგენილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით იქნება წარდგენილი.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ.

"ჩვენ უკვე გვაქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასევე უსკოს წინასწარი შედეგები. შედეგების გათვალისწინებით შეიძლება ცხადად ითქვას, რომ კიდევ ერთხელ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მიიღო. კიდევ ერთხელ, ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ გაიმარჯვა. პირველ რიგში მადლობას ვეუბნები, ჩვენს მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს. ის აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა მათ შორის აჭარაშიც, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნები სამართლიანად შეფასდა. კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა და საგარეო პოზიციონირებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. რაც შეეხება უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს უკავშირდება, უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უმრავლესობა გვაქვს. აქვე მინდა გამოვეხმაურო ეუთოს დასკვნას, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები თანაბარ კონკურენტიან გარემოში ჩატარდა",- აღნიშნა რიჟვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს