თორნიკე რიჟვაძე - არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც რევოლუციური სცენარებით დააშინონ პოლიტიკური ძალები და მოსახლეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე იქნება.

"რევოლუციებისკენ მიდრეკილება ახასიათებს გარკვეულ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებს, თუმცა ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ის შედეგები რომელიც გამომდინარეობდა ამ სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნებიდან, ყველამ მიიღოს. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც რევოლუციური სცენარებით დააშინონ პოლიტიკური ძალები და მოსახლეობა. იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ მანდატებზე უარს იტყვიან, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ამომრჩევლების პატივისცემის საკითხი, რომელთა ნაწილმა მათ გარკვეულწილად ნდობა გამოუცხადა", - განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა