3838 საარჩევნო უბნის მონაცემებით, “ქართულ ოცნებას“ 48.16%, „ნაციონალურ მოძრაობას” 27.12% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3838 საარჩევნო უბანი. არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.16%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.12%-იანი მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.15% , "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , “ლელო“ - 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , "ლეიბორისტული პარტია" – 1%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს