„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ცესკოს მიმართავს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა თავდაპირველად მშვიდ და სამართლიან პირობებში დაიწყო. მათი ცნობით, დილიდანვე შესამჩნევი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა და რიგები საარჩევნო უბნებთან, თუმცა დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მათ დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. როგორც ისინი აღნიშნავენ, იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც.

„ამ დროისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო უბნებიდან წამოღებულ შემაჯამებელ ოქმებს ადარებენ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმებს, რათა შემოწმდეს, ხომ არ ჩასწორდა ოქმები დამკვირვებლებისთვის ბეჭდით დამოწმებული ასლების გადაცემის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შედარებას ახდენენ სხვა კვალიფიციური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამ პროცესის პარალელურად, სოციალურ ქსელში ქვეყნდება შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც უხეში დარღვევებით არის შევსებული ან გადაკეთებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ცესკოს, გაათმაგებული ყურადღებით შეისწავლოს მსგავსი შემაჯამებელი ოქმების წარმომავლობა და დარღვევების მიზეზები, ამავე დროს - კანონმდებლობის სრული დაცვით განაგრძოს ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნება.

ცესკოს მხრიდან ამ პროცესში დაშვებული შეცდომები თუ დარღვევები სამოქალაქო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ და გამოიწვევს მძაფრს პროტესტს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, ეს პროტესტიც არ გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს და არ გადაიზარდოს ძალადობრივ ექსცესებში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა