აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბინაზე მკურნალობს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მინისტრი ოჯახის წევრებთან ერთად იზოლაციაში იმყოფება, თუმცა ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ აქვთ.

უწყების ცნობით, ნინო ნიჟარაძეს სიმპტომები ორი დღის წინ გამოუვლინდა.

„მინისტრი კლინიკის ექიმის ონლაინ რეჟიმში მეთვაყურეობის ქვეშ იმყოფება. მას პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, დადებითი პასუხის შემდეგ, განმეორებით PCR ტესტი ჩაიტარა და ორივე შემთხვევაში კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოჯახის წევრები მასთან ერთად იზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა მათ კორონავირუსი არ აქვთ. რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, უწყება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რადგან თითოეული თანამშრომელი კოვიდწესებს ზედმიწევნით იცავს“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა